ორგანიზაციის ხარისხის პოლიტიკა
ორგანიზაციის მისია და ხარისხის პოლიტიკა
შპს „ი ჯი თი ექსპრეს ჯორჯიას“ ძირითადი მისიაა ტვირთების ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების საუკეთესო ხარისხის ლოჯისტიკური სერვისის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისთვის. საქმიანობის განხორციელების პროცესში ორგანიზაცია ცდილობს სრულად გაითვალისწინოს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები და მაქსიმალურად
დააკმაყოფილოს მათი მოლოდინი.
ხედვა: კომპანია ისწრაფვის გახდეს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ტვირთების ტრანსპორტირების სეგმენტში, რასაც აღწევს კლიენტის მომსახურების ხარისხის მუდმივი
გაუმჯობესებით ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში.
ორგანიზაცია თავის რესურსებს მიმართავს მუდმივი განვითარების, სრულყოფის, კმაყოფილ კლიენტთა რიცხვის ზრდის მიმართულებით.
ორგანიზაციის მმართველი ხელმძღვანელობის მიერ ხარისხის პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზებისთვის განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნები, რომელთა სწორად განხორციელების
მიზნით კომპანიაში დანერგილი და რეალიზებულია საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნები - საუკეთესო მხარდამჭერი მექანიზმი მართვის პროცესების ეფექტურობის და
შედეგიანობის მუდმივი გაუმჯობესების, ორგანიზაციული რისკების შემცირების და კლიენტზე ორიენტირებისათვის.
ხარისხის პოლიტიკის განხორციელებისათვის ორგანიზაციას დასახული აქვს შემდეგი მიზნები:
-
ბიზნესის გაფართოება და შემოსავლების მუდმივი ზრდა
-
საწარმოო სიმძლავრების ზრდა
-
სერვისების გაუმჯობესება
-
კლიენტის კმაყოფილების დონის მუდმივი გაუმჯობესება
-
პერსონალის კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი ამაღლება
-
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება